ვაკანსიის დეტალები

სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომელი

სასტუმრო შერატონ ბათუმი
ბათუმი
ბოლო ვადა: 28.11.2026

სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომელი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სასტუმრო შერტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა 1

თუ გამოირჩევით პასუხისმგებლობით, მოწესრიგებულობით და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები
  • სპა ცენტრისა და მისი ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სამუშაო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეებისა და საერთო ზონების მოწესრიგება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ნაპოვნი ნივთების დამუშავება და გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით;
  • სტუმრებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მზაობა.

სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე