Tbilisi Marriott Hotel აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
სტუმრების მიღება-განთავსების თანამშრომელი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
მოქსი არის უაღრესად თანამედროვე, დინამიური, დადებითი ენერგეტიკით აღსავსე სასტუმრო, რომელიც იდეალური ადგილია სიამოვნების მოყვარულთათვის. აქ მათ შეუძლიათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ უაღრესად ხელმისაწვდომ ფასებში. აქ სამუშაოდ ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხალისიანი და კრეატიულები, სიამოვნებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ სტუმრებთან, არიან კარგად ინფორმირებულნი, ენერგიითა და ინიციატივით აღსავსენი. თუკი თვლი, რომ ხარ ხალისიანი, კრეატიული, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიებით. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://marriottdasaqmeba.ge/.
სასტუმრო მოქსი თბილისი მდებარეობს ზაარბრუკენის მოედანზე და ამჟამად აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმრების მიღება-განთავსების თანამშრომელი
მარიოტ ინთერნეშენალი, როგორც თანაბარი უფლებების დამცველი დამსაქმებელი, მუდამ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განსხვავებული და მრავალფეროვანი წარმომავლობისა თუ ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების მქონე თანამშრომელთათვის.