ვაკანსიის დეტალები

სუპერვაიზერი

ჯორჯიან ქარდი
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სუპერვაიზერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს სუპერვაიზერს.

სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა
  • ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;
  • დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით;
  • დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა;
  • გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა;
  • სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პიროვნული უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 2500 GEL (Gross)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ „სუპერვაიზერი“

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე