ვაკანსიის დეტალები

ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერი

BME Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

BME Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME – Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:
  • კლიენტებთან პროექტების კოორდინირება: ტექნიკური გუნდისთვის და კლიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, ინვოისების და აქტების შექმნა, გადაგზავნა, კომუნიკაცია და თვალდევნა, ასევე ავარიული აქტების და სხვა საბუთების დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
  • სერვისის პროცესების კოორდინირება, თვალდევნა და მართვა.
  • ავარიული გამოძახების მართვა ( თანამშრომლის გაგზავნა შესაბამის ობიექტზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით).
  • საჭიროსამებრ პროექტებზე არსებული ლიფტების თუ ესკალატორების სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და გამოწერა.
  • კომუნიკაცია სერთაშორისო პარტნიორებთან მეილის და სატელეფონო საშუალებით.
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, შემოქმედებითი აზროვნება.
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი.
  • მოლაპარაკებების და საქმიანი მიმოწერის უნარი.
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული და ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე.
  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა - ბაკალავრის დიპლომი, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და საინჟინრო მიმართულებით.

ვადები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარაკევი 9:00-დან 18:00 საათამდე.
  • ხელფასი: 2300 ლარი

კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე: office@bme.ge წარმოადგინოთ CV, ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე