ვაკანსიის დეტალები

უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

სფეის კარგო
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„სფეის კარგო“ არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.

სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

მდებარეობა ვარკეთილი (ჯავახეთის II შესახვევი N 1ა )
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი–პარასკევი 14:00–21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00–17:00

ძირითადი მოვალეობები
  • ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
  • მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
  • ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
  • პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
  • საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.

ანაზღაურება და ბონუსი
  • პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
  • 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
  • დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.

განაცხადის წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@spacecargo.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: „ვარკეთილი” — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი“
სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე