ვაკანსიის დეტალები
უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
ტალენტ ჰანთერს ჰაბ
ტალენტ ჰანთერს ჰაბ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი — აბაშა, აფხაზეთი, ადიგენი, ახალგორი, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ამბროლაური, ასპინძა, ბაღდათი, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, ჭიათურა, ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, ჯავა, ქარელი, კასპი, ყაზბეგი, ქედა, ხაშური, ხელვაჩაური, ხონი, ხულო, ქობულეთი, ქუთაისი, ყვარელი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ლენტეხი, მარნეული, მარტვილი, მესტია, მცხეთა, ნინოწმინდა, ონი, ოზურგეთი, ფოთი, რუსთავი, საჩხერე, საგარეჯო, სამტრედია, სენაკი, შუახევი, სიღნაღი, თბილისი, თბილისის შემოგარენი, თელავი, თერჯოლა, თეთრიწყარო, თიანეთი, ტყიბული, ცაგერი, წალენჯიხა, წალკა, წყალტუბო, ცხინვალი, ვანი, ზესტაფონი, ზუგდიდი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ტალენტ ჰანთერს ჰაბ აცხადებს ვაკანსიას Junior Marketing Specialist-ის პოზიციაზე
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ Junior Marketing Specialist-ს უკრაინული პროდუქტული IT კომპანიის (iGaming სფერო) ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტში.
ეს პოზიცია შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება digital marketing-ის მიმართულებით, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება და დინამიკურ გუნდში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი და მონაცემებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან მუშაობისას დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისტემური მიდგომა სამუშაოსადმი;
- დავალებების შესრულებისას პროაქტიულობა, სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობისა და სამუშაოს სტრუქტურირების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკლამო კამპანიების გაშვებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათი უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა (მობილური აპლიკაციები, PWA, ლენდინგ-გვერდები, სარეკლამო ბმულები);
- პროდუქტების სრული სამუშაო ციკლის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება: მომზადება, ტესტირება, განახლება და ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად მოგვარება - უშალო ხელმძღვანელის(უფროსის) დახმარებით, რჩევებით და მითითებებით.
- ტექნიკური კავშირების გამართვა და მათი სწორად მუშაობის შემოწმება: ბმულები, გადამისამართებები (redirects), ტრეკინგი და postback-ები;
- პროდუქტების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი, მათი გამართულად მუშაობის მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ჩანაცვლება;
- ანგარიშების მომზადება და წარმოება, შიდა მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების (Google Sheets / Excel) განახლება და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- digital marketing-ისა და სარეკლამო კამპანიების გაშვების პროცესების საბაზისო ცოდნა;
- სარეკლამო ბმულებთან, ტრეკინგთან და ვებპროდუქტებთან მუშაობის საბაზისო ტექნიკური უნარები;
- Keitaro-სთან ან სხვა ტრეკინგ-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას;
- digital marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას უშალოდ სფეროს სპეციალისტებისგან-ხელმძღვანელობისგან;
- საინტერესო და მრავალფეროვან ამოცანებზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას;
- გუნდთან თანამშრომლობისა და მარკეტინგული პროცესების პრაქტიკაში შესწავლის შესაძლებლობას;
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით), ერთსაათიანი შესვენებით;
- ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს.
თუ გსურთ პროფესიული განვითარება მარკეტინგის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე — მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
h.siniakova@thhub.io