თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების მიღება - მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაადაცვის კომპანია „ნაია” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზეპოზიციის დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელისამუშაო ადგილი: ქ. თბილისი და შემოგარენისამუშაო მიმართულებები: სასტუმრო, ოპერატიული მიმართულება, „თეგეტა მოტორსი“
გრაფიკი:24 საათი ცვლა ყოველ მესამე დღეს12-საათიანი გრაფიკი - 2 დღე დილის ცვლა/ 2 საღამოს ცვლა / 4 დღე დასვენებასქესი: მამაკაცი და ქალიასაკი: 18 წელი და ზევითგასაუბრების მისამართი: დარიალის შესახვევი 12, სადარბაზო 1, სართული 2გასაუბრებაზე მობრძანდით ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა 11: 00 – 13: 00 საათამდეძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა სტანდარტების შესაბამისად;
- სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
- უსაფრთხოების შესაძლო რისკ-ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
- სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებისა და ქონების დაცვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე და/ან დაცვის/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ოპერატიულ პოზიციაზე სასურველია ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ქალაქში
პიროვნული თვისებები:- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი და დაკვირვებულობა;
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია სტუმრებთან.
რას გთავაზობთ ჩვენ:- ყოველთვიური ხელფასი: 950-1300 ლ + ბონუსით
- სტაბილური და დროული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა და უნიფორმით უზრუნველყოფა, სასტუმროში - ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
- მეგობრული სამუშაო გარემო
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
განაცხადის წარდგენის წესი:დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართებზე: kh.kopadze@naia.ge, mariam.vakhania@naia.geსათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უსაფრთხოების თანამშრომელი“.ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 447 414, +995 533 33 19 35 ან მოგვწერეთ შეტყობინება სიტყვებით: „უსაფრთხოების თანამშრომელი“.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ნაია“-ს ადმინისტრაციამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!