Holiday Inn Express Tbilisi Avlabari აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
უსაფრთხოების თანამშრომელი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: უსაფრთხოების თანამშრომელს
ფუნქციები და მოვალეობები:
წესრიგის და უსაფრთხოების წესების გაკონტროლება სასტუმროში და მის გარე პერიმეტრზე;
სასტუმროში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაციის ფლობა;
ნებისმიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
თანამშრომლების მხრიდან სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტის შემოვლის განხორციელება;
შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, ხარვეზის დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა;
IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.
საჭირო უნარები:
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ყურადღება დეტალებისადმი;
პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com