ვაკანსიის დეტალები

უსაფრთხოების მენეჯერი

ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი)
თბილისი
ბოლო ვადა: 10.11.2026

ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უსაფრთხოების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“ გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია „LAFARGE HOLCIM”-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა,
  • სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;
  • მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
  • დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
  • ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
  • გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი)
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა.

სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ უსაფრთხოების მენეჯერი.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე