ვაკანსიის დეტალები

უფროსი გეიმდიზაინერი

ფერსტ ემბერ სტუდიო
თბილისი
ბოლო ვადა: 16.12.2026

ფერსტ ემბერ სტუდიო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უფროსი გეიმდიზაინერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ახალი სათამაშო სტუდია ფერსტ ემბერ სტუდიო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი გეიმდიზაინერი (Senior Game Designer)
თბილისი · ოფისში მუშაობა · სრული განაკვეთი

ახალი სათამაშო სტუდია ვეძებთ გამოცდილ უფროს გეიმდიზაინერს. ნულიდან ვქმნით კოოპერაციულ თამაშებს და გვსურს ისეთი მექანიკების შემუშავება, რომლებიც მოთამაშეებისთვის შთამბეჭდავი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • გეიმდიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საინტერესო მექანიკების მოფიქრებისა და მათი სრულფასოვან გეიმპლეიდ ქცევის უნარი.
  • კოოპერაციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და მოთამაშეებს შორის ურთიერთქმედების პრინციპების ღრმა ცოდნა.
  • თამაშის პროგრესიისა და რესურსების ეკონომიკის განვითარების გამოცდილება.
  • იდეების მკაფიოდ ახსნა, გუნდისთვის გასაგები დავალებებისა და დოკუმენტაციის (GDD) მომზადების უნარი.
  • სათამაშო ტესტების ჩატარება და მიღებული შედეგების საფუძველზე მექანიკების გაუმჯობესება.
  • ახალ კომპანიაში მუშაობის ნულიდან დაწყების მზაობა, ექსპერიმენტების ჩატარება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი.
  • მოქნილობა და სისწრაფე, იდეების გენერირება და პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებით გაუმჯობესება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: sbeltadze@yahoo.com



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე