ვაკანსიის დეტალები

უფროსი მოლარე

ჯიბე cash & carry
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ჯიბე cash & carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უფროსი მოლარე — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ჯიბე Cash & Carry, ნუცუბიძის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00
ანაზღაურება: 1400 ₾

უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
  • ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელ: +995557306169


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე