HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
უფროსი რეკრუტერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას უფროსი რეკრუტერის პოზიციაზე, თბილისში, რითეილ სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
რეკრუტინგის სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვა — მოთხოვნის მიღებიდან კანდიდატისთვის შეთავაზებისა და დასაქმების ეტაპამდე;
ძირითადად ბექ-ოფისის, ასევე საოპერაციო, კომერციული და სხვა პროფილის ვაკანსიებზე კანდიდატების მოძიება და შერჩევა;
ვაკანსიების განთავსება, შემოსული რეზიუმეების დამუშავება და კანდიდატების მიზნობრივი მოძიება;
Linkedin-ის, პროფესიული ქსელების, სამუშაოს საძიებო პლატფორმებისა და სხვა არხების გამოყენებით აქტიური sourcing და პირდაპირი კომუნიკაცია;
Hiring Manager-ებთან პოზიციის მოთხოვნების დაზუსტება, საძიებო სტრატეგიის შეთანხმება და პროცესის სტატუსის რეგულარული კომუნიკაცია;
კანდიდატებთან სატელეფონო და კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრებების ჩატარება, გამოცდილების, მოტივაციისა და შესაბამისობის შეფასება;
კანდიდატების შორთლისტის მომზადება, დასაბუთებული შეფასებების წარდგენა და შემდგომი გასაუბრებების კოორდინაცია;
კანდიდატებთან უკუკავშირის დროული გაზიარება და შერჩევის პროცესში დადებითი გამოცდილების უზრუნველყოფა;
კანდიდატთა ბაზისა და pipeline-ების განვითარება, ინფორმაციის სრულად და ზუსტად ასახვა შესაბამის სისტემაში;
ვაკანსიების დროული შევსება, რეკრუტინგის შედეგების მონიტორინგი და საჭირო ანგარიშგების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის განხრით)
აუცილებელია მინ. 3-5 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის / FMCG სექტორში უფროსი რეკრუტერის / ტალანტების მოზიდვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე (მინ. 3-წლიანი გამოცდილება რეკრუტინგის სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვაში).
სასურველია უმცროსი კოლეგების მენტორობის გამოცდლიება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment13@hh.ge