ვაკანსიის დეტალები

უძრავი ქონების აგენტი / ბროკერი

Keyline Group
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

Keyline Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უძრავი ქონების აგენტი / ბროკერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში)
ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1,500 – 8,000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)
მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ.

გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;
  • განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;
  • პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;
  • შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
  • გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;
  • მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);
  • საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;
  • სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;
  • პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
  • დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: keylinegroup.vacancy@gmail.com

წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „უძრავი ქონების აგენტი“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 550 50 56 84 (Whatsapp).


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე