ვაკანსიის დეტალები

უძრავი ქონების აგენტი

უძრავი ქონების სააგენტო Area Tbilisi
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

უძრავი ქონების სააგენტო Area Tbilisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უძრავი ქონების აგენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

უძრავი ქონების სააგენტო “Area Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

გვინდა ჩვენს გუნდს შემოუერთდეს მონდომებული ადამიანი, რომელსაც აქვს სწავლის სურვილი, პროფესიული ზრდის ამბიცია და საქმის წარმატებით დასრულებისკენ სწრაფვა.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა, ისწავლო და მიღებული ცოდნა საქმეში გამოიყენო.
შენი საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, მათთვის შესაფერისი უძრავი ქონების შერჩევასა და ჩვენებას, მოლაპარაკებებსა და გარიგების წარმატებით დასრულებაზე მუშაობას, გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობითა და ხელშეწყობით.

ჩვენთან დაგხვდება:
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი;
  • გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ — ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
  • მოსალოდნელი თვიური შემოსავალი: 3 500–10 000+ ლარი, მიღწეული შედეგების მიხედვით;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს, ინიციატივას იჩენ და სირთულეების დროს გამოსავალს ეძებ, გამოგვიგზავნე CV მეილზე Corporate-finders@outlook.com ან მოკლედ მოგვწერე შენ შესახებ: +995 550 00 10 90


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე