ვაკანსიის დეტალები

უძრავი ქონების აგენტი

Elite Properties Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 19.12.2026

Elite Properties Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უძრავი ქონების აგენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Elite Properties Georgia ეძებს ყოჩაღ ახალგაზრდებსა თუ თანამოქალაქეებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
უპირობოდ ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს. ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ მინიმუმ 2000 ლარს.

ძირითადი მოვალეობები:
  • გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება;
  • მოძიებული ქონების პლატფორმებზე განთავსება;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა / შეთავაზება;
  • ვიზიტების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არცოდნის შემთხვევაში ჩვენი გუნდის სხვა წევრები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში!

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველ თვიურად.

კომპეტენციები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მონდომება;
  • და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება!

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: info@spotit.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „უძრავი ქონების აგენტი“.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე