ვაკანსიის დეტალები

უძრავი ქონების აგენტი

Ved House
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

Ved House აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უძრავი ქონების აგენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შემოუერთდი Ved House-ის გუნდს!

გინდა დაიწყო კარიერა უძრავი ქონების სფეროში, მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა და პროფესიულად განვითარდე?

Ved House ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ამბიციურ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

შემოსავალი: 2,000–15,000 + ლარი

შენი შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული შენს შედეგებსა და აქტიურობაზე.

50%-იანი საკომისიო:
  • თითოეული წარმატებით დასრულებული გარიგებიდან მიიღებ 50%-იან საკომისიოს — მკაფიო და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემით.

ნულოვანი ხარჯი:
  • სამუშაოს დასაწყებად არ გაქვს არანაირი დამატებითი ფინანსური ხარჯი. იწყებ ნულოვანი ხარჯით — შენი მთავარი ინვესტიცია შენი დრო, მონდომება და შედეგია.

საბონუსე სისტემა:
  • Ved House-ში შენი შრომა და შედეგი დამატებით ფასდება. გარდა საკომისიოსი, მოქმედებს დამატებითი საბონუსე სისტემებიც.

პირველი კლიენტები სააგენტოსგან:
  • Ved House-ში მუშაობის დაწყებისას პირველი კლიენტების მოძიება ნულიდან არ მოგიწევს — სააგენტო თავად მოგაწვდის დაინტერესებულ კლიენტებს, რათა თავიდანვე ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესში.
  • ეს შესაძლებლობას მოგცემს სწრაფად მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლო კლიენტთან სწორი კომუნიკაცია, მოთხოვნის დამუშავება, შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევა და ეტაპობრივად მიხვიდე შენს პირველ წარმატებულ გარიგებამდე.

პირადი მენტორი:
  • გეყოლება პირადი მენტორი, რათა თავიდანვე სწორად ჩამოაყალიბო სამუშაო სტილი და გახდე დამოუკიდებელი, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული უძრავი ქონების აგენტი

კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა:
  • Ved House-ში აგენტის პოზიცია შეიძლება გახდეს შენი წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯი — ძლიერი შედეგებითა და პროფესიული განვითარებით გეძლევა შესაძლებლობა ეტაპობრივად გაიზარდო, აიღო მეტი პასუხისმგებლობა და გადახვიდე უფრო მაღალ პოზიციებზე.
  • დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობა
  • ჩვენი კომპანია თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან, რაც ჩვენს აგენტებს დამატებით შესაძლებლობებსა და მრავალფეროვან ობიექტებზე მუშაობის საშუალებას აძლევს.

საკუთარი ვებსაიტი
  • Ved House-ს აქვს საკუთარი ვებსაიტი, სადაც განთავსებულია უძრავი ქონების ობიექტები, რომელიც კლიენტებთან მუშაობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ მეილზე vedhouse2026@gmail.com



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე