ვაკანსიის დეტალები

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

ნიუ თაიმ
ბათუმი
ბოლო ვადა: 14.11.2026

ნიუ თაიმ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„ აქვა ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთ
ანაზღაურება: 2 300 - 2 500 ₾ ფიქსირებული + პროცენტი გაყიდვებიდან

კომპანია ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს ბიზნეს-მოლაპარაკებების წარმართვის სრული ციკლის უნარი - პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე


ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შემომავალ ლიდებთან და მომხმარებელთან მუშაობა
  • მომხმარებლის საჭიროებების, მიზნებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა
  • ობიექტებისა და საინვესტიციო შეთავაზებების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება
  • მომხმარებლის კონსულტირება უძრავი ქონების ობიექტების, შეძენის პირობების, განვადებისა და სხვა კომერციული დეტალების შესახებ
  • მოლაპარაკებების წარმართვა
  • მომხმარებლის სრული მხარდაჭერა პირველი მიმართვიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე
  • სისტემური Follow-up იმ მომხმარებლებთან, რომლებმაც პირველი კონტაქტის შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს
  • კომერციული წინადადებების მომზადება
  • მომხმარებლებთან ონლაინ და ოფლაინ შეხვედრების ჩატარება
  • მომხმარებლებთან მთელი სამუშაო პროცესის CRM-ში აღრიცხვა
  • საკუთარი გაყიდვების ძაბრის კონტროლი
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება
  • არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა
  • სამუშაო შედეგების რეგულარული ანგარიშგების მომზადება

სავალდებულო მოთხოვნები:
გამოცდილება:
  • მინიმუმ 2-წლიანი გაყიდვების გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში ან
  • მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული გამოცდილება გაყიდვებში სხვა სფეროებში.
  • გამოცდილება უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვას და გარიგებების დახურვას.

ენები:
  • ინგლისური - თავისუფლად
  • რუსული - თავისუფლად
  • ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიონალური უნარები:
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატს:
  • შესანიშნავად ესმოდეს გაყიდვების ეტაპები და ლოგიკა
  • შეეძლოს მომხმარებლის რეალური საჭიროებების გამოვლენა
  • შეეძლოს პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება
  • ჰქონდეს ძლიერი პრეზენტაციის და მოლაპარაკებების უნარები;
  • შეეძლოს, მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებამდე და გარიგების დახურვამდე მიყვანა
  • ესმოდეს სისტემური Follow-up-ის მნიშვნელობა
  • ჰქონდეს CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • ჰქონდეს CRM-ის წარმოების მაღალი დისციპლინა
  • შეეძლოს გაყიდვების გეგმასთან და KPI-ებთან მუშაობა
  • იცოდეს საოფისე პროგრამები
  • კომპეტენტურად წარმართავდეს საქმიან მიწერ-მოწერას
  • ჰქონდეს მაღალი საფასო სეგმენტის მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება
  • შეეძლოს საინვესტიციო პროდუქტის ეკონომიკისა და უპირატესობების მომხმარებლისთვუს გასაგებად ახსნა.

რა არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი:
  • ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც მკაცრად არის ორიენტირებული შედეგზე
  • გასაუბრებაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი წინა სამუშაო ადგილის რეალური მაჩვენებლების გაგება
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაო გამოცდილება, არამედ დადასტურებული შედეგები გაყიდვებში

პირადი თვისებები:
  • პასუხისმგებლობა;
  • მაღალი თვითორგანიზება;
  • პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი;
  • მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების უნარი;
  • თავდაჯერებულობა მოლაპარაკებებში;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალი დონე;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • პროფესიონალური ქცევა და საქმიანი ეთიკა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2 300 - 2 500 ₾
  • გაყიდვების პროცენტს
  • მუშაობას ოფისიდან ბათუმში;
  • შემომავალ მიმართვებს და მომხმარებელთა ბაზას;
  • გაყიდვების მარტივ სისტემას;
  • უძრავი ქონებითა და საინვესტიციო პროდუქტებით მუშაობას;
  • შემოსავალზე პირდაპირი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ზრდას კომპანიის შიგნით.

(ჯამური შემოსავლის ოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე)

თუ დაინტერესდით ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Mr.tozhe@gmail.com. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ფრაზა „მინდა გუნდში“

თუ იცით გაყიდვა, მიჩვეული ხართ თქვენს შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას და შეგიძლიათ თქვენი ეფექტიანობის კონკრეტული ციფრებით დამტკიცება - სიამოვნებით გავეცნობით თქვენს კანდიდატურას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე