ვაკანსიის დეტალები

ფარმაცევტი

ჯიენჯი ფარმა
თბილისი
ბოლო ვადა: 09.11.2026

ჯიენჯი ფარმა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ფარმაცევტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ჯიენჯი ფარმა“ წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აერთიანებს 11 ფილიალს

„ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
  • დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
  • სალაროს წარმოება;
  • მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება

მოთხოვნები:
  • ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 700-900 ლარი + ბონუსი 200 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: rusudan.khubashvili@gng.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555922727


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე