ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დიასახლისის პოზიციაზე.
ლოკაცია: დიღომი ან ვაკე (ორ ფილიალშია ვაკანსია)
გრაფიკი: 08:30-17:30 ან/და 13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1100 ლარი
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
- დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
- FITPASS
აუცილებელი მოთხოვნა:
- აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;
მოვალეობები:
- მაღაზიაში შემოსასვლელის და შიდა დარბაზის მოწესრიგება;
- სველი წერტილის მოწესრიგება;
- ოთახების მოწესრიგება საჭიროებისამებრ;
- დარბაზში იატაკის და გასახდელების მოგვა/მოსუფთავება.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV –
vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „დიასახლისი“
გისურვებთ წარმატებებს!