სფინი ჩიმნი ქეიქ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ფილიალის თანამშრომელი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
კომპანია “სფინი ჩიმნი ქეიქ” (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომელზე ქალაქ თბილისში!
ჩვენ შესახებ: სფინი დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ.
თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:
ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!);
ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით;
ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად მოვალეო გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
დარიჩინისა არომატის სიყვარული;
პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა;
თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა;
გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
სრულ სწავლებას და მხარდაჭერას;
სტაბილურ სამუშაოს.
დაინტერესდი?
თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: spinny@spinnychimneycake.com