ვაკანსიის დეტალები

ფილიალის მენეჯერი

ჯიბე cash & carry
ამბროლაური
ბოლო ვადა: 27.11.2026

ჯიბე cash & carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ფილიალის მენეჯერი — ამბროლაური. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ამბროლაურის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში I თვე- 1600, II თვე- 1700, III თვიდან -1800)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: +995 557 30 61 69


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე