ვაკანსიის დეტალები

ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტი

გეოგლობალ აკადემია
მარნეული
ბოლო ვადა: 07.11.2026

გეოგლობალ აკადემია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტი — მარნეული. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „გეოგლობალ აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • აკადემიის საფინანსო, საბუღალტრო და შესყიდვების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
  • აკადემიის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შედგენა, კორექტირება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა RS.ge-ზე;
  • თანამშრომელთა შრომის/მომსახურების ანაზღაურების, საშემოსავლო და საპენსიო ვალდებულებების მართვა;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და შესაბამის პორტალზე წარდგენის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
  • აკადემიის აქტივებისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
  • ხელშეკრულებების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადარიცხვების მონიტორინგი;
  • ფინანსური მდგრადობის შეფასება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • ფინანსური ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • RS.ge-ს პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები
  • სრული სამუშაო განაკვეთი;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო ადგილი: მარნეული, 26 მაისის ქ. №80.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე