ვაკანსიის დეტალები
ფრონტ ოფისის მენეჯერი
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი
“Gratus Tbilisi“ აცხადებს ვაკანსიას
ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში – 2/2 (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება, მოიცავს ღამის და დღის ცვლას)
ანაზღაურება - 100 ლარი – ცვლაში (შენიშვნა: ანაზღაურება გაიცემა თვის ბოლოს)
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაწერა
- ჯავშნების მართვა (Booking.com, Airbnb, პირდაპირი ჯავშნები)
- სატელეფონო ზარებზე, ელ.ფოსტასა და შეტყობინებებზე დროული პასუხი
- ინფორმაციის მიწოდება სასტუმროსა და ქალაქის შესახებ
- სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
- დამლაგებელ და ტექნიკურ პერსონალთან თანამშრომლობა
- გადახდებთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
- ადმინისტრატორის ან სტუმრებთან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის მზაობა
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
T.vepkhvadze@gratus.geგთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატები განიხილებიან მხოლოდ წარმოდგენილი რეზიუმეს საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დაცვა: თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.