ვაკანსიის დეტალები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ქოლ-ცენტრის ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N4

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
  • პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტის ვიზიტისა და დიაგნოსტიკური კვლევების დაჯავშნა;
  • პაციენტთა მონაცემების აღრიცხვა და ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: noboladze01@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558-62-70-62



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე