არქი ჰოსფითალითი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ქომი შეფი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბის გაფართოებას. ბელგიურ კაფეების ქსელთან პარტნიორობით, კომპანია თბილისში ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ქომი შეფს (Commis Chef)
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
დაეხმარები მზარეულებს კერძებისა და ინგრედიენტების მომზადებაში;
მონაწილეობას მიიღებ კერძების მომზადებისა და გაფორმების პროცესში;
უზრუნველყოფ პროდუქტების სწორ შენახვასა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებას;
შეასრულებ შეფ-მზარეულის მითითებებს და დაიცავ მომზადების სტანდარტებს;
იზრუნებ სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვაზე.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
გაქვს კულინარიის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
გაქვს სამზარეულოში მუშაობის საწყისი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და მონდომებული;
მზად ხარ ისწავლო ახალი ტექნიკები და განვითარდე პროფესიულად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 13
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ქომი შეფი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.