ვაკანსიის დეტალები

ქცევითი თერაპევტი

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
თბილისი
ბოლო ვადა: 24.11.2026

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ქცევითი თერაპევტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას დამწყები და მომავალი ქცევითი თერაპევტებისთვის.

ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი
40 საათი პროფესიული განვითარებისთვის — თეორიიდან პრაქტიკამდე

კურსის ფარგლებში განხორციელდება:
  • რეალურ თერაპიულ პროცესზე დასწრება და დაკვირვება;
  • თერაპიული სტრატეგიებისა და სწავლების მეთოდების გაცნობა;
  • ქცევითი მონაცემების აღრიცხვის პრაქტიკის გაცნობა;
  • ინდივიდუალური პროგრამებისა და მიზნების განხორციელებაზე დაკვირვება;
  • სესიების განხილვა და პროფესიული უკუკავშირის მიღება.

კურსი საჭიროების შემთხვევაში შეიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საათებს.
მონაწილეობის წინაპირობა: ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი.
ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულებისა და საბოლოო შეფასების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დასაქმების შესაძლებლობა: შეფასებისა და შერჩევის საფუძველზე, განიხილება ცენტრში დასაქმების შესაძლებლობაც.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ, დიმიტრი უზნაძის 68. ხანგრძლივობა: 4–6 კვირა ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) და ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება" ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი“

ისწავლე. დააკვირდი. განავითარე პროფესიული უნარები!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე