ვაკანსიის დეტალები

ღამის აუდიტორი

Royal Tulip Hotel & Casino
თბილისი
ბოლო ვადა: 11.11.2026

Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ღამის აუდიტორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ღამის აუდიტორი

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება და ღამის აუდიტის ჩატარება;
  • ნომრების, რესტორნის, ბარისა და სხვა მომსახურებების ყოველდღიური შემოსავლების შემოწმება;
  • სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) ყველა გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციის სისწორის კონტროლი;
  • სტუმრების ანგარიშების, გადახდებისა და დავალიანებების შემოწმება;
  • ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებითა და სხვა გადახდის მეთოდებით მიღებული თანხების შეჯერება სისტემურ ანგარიშებთან;
  • ფასდაკლებების, ჯავშნების გაუქმების, უფასო განთავსებისა და ფინანსური კორექტირებების შემოწმება;
  • დღის დახურვის პროცედურის შესრულება სასტუმროს პროგრამაში;
  • ყოველდღიური შემოსავლების ანგარიშის (Daily Revenue Report) მომზადება;
  • აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და შეცდომების შესახებ ფინანსური მენეჯერის ან მთავარი ბუღალტრის ინფორმირება;
  • მომდევნო დღის ჯავშნების, ჩამოსვლისა და გამგზავრების სიების შემოწმება;
  • ღამის ცვლაში სტუმრების მიღება-განთავსება, რეგისტრაცია და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და არსებული სერვისების შესახებ;
  • ღამის ცვლაში წარმოქმნილი პრობლემების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერის ინფორმირება;
  • ცვლის დასრულებისას ანგარიშებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაბარება მომდევნო ცვლის თანამშრომლისთვის.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
  • ანაზღაურება 2000 ლარი;
  • სამუშაო განაკვეთი 5/2;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებით უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com
ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე