Your Point აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
შემომყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
Your Point აცხადეს ვაკანსიას შემომყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
Your Point არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ლიდერის პოზიციებს იკავებს გამყვანი ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტში. კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ინსტრუმენტებს და ქმნის პროფესიონალ გუნდს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
დამსაქმებლის მოთხოვნები:
გამოცდილება აუცილებელია:2-დან 20 წლამდე
საგანმანათლებლო დონეები:ბაკალავრი
ენები:,რუსული , ინგლისური
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ტურიზმი ჩაითვლება უპირატესობად)
ტურისტულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობაში)
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგი ცოდნა
პიროვნული თვისებები:
გუნდური მუშაობის უნარი
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დროის მართვის უნარი და გამართული მეტყველება
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ტურისტული პროდუქტების გაყიდვა და პოპულარიზაცია
მომხმარებლების მოზიდვა, კონსულტირება და გაყიდვების პროცესის მართვა
კომპანიის პროდუქტის შესწავლა და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება
მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა (სოციალური ქსელები და სხვა არხები)
გაყიდვების რეპორტინგისა და რეესტრების წარმოება
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00
შაბათი: 11:00 – 16:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ჩიქოვანის 4ა
კომპანიის ბენეფიტები:
პროფესიული ტრენინგები და სასწავლო კურსები
თიმბილდინგები მთელი ოფისისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ
კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
მეგობრული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო