არესემ საქართველო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
შემფასებელი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 900 ოფისით და 65 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.
უძრავი (საცხოვრებელი, კომერციული, ინდუსტრიული ობიექტები) და მოძრავი ქონების შეფასება;
მოქმედი ბიზნესების ფინანსური ანალიზი და ღირებულების დადგენა;
შეფასების რეპორტის მომზადება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
კლიენტებთან კომუნიკაცია და შეფასების პროცესის დეტალებზე განმარტებების გაცემა;
საბაზრო კვლევა და შესაბამისი მონაცემების შეგროვება/ანალიზი;
შეფასების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პროგრამაში ასახვა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან უძრავი ქონების მართვის სფეროში;
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეფასების სფეროში;
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი.
Excel-ის და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
კარგი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია.
ძლიერი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ttsitelauri@rsm.ge და “Subject” ველში მიუთითოთ: “შემფასებელი”. საიტი: www.rsm.global