ვაკანსიის დეტალები

შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი

ბი თი ქეი აი რეილვეის
თბილისი
ბოლო ვადა: 06.11.2026

ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
  • მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და შენარჩუნება;
  • შენობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვ.) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება;
  • შესაბამისი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კონტროლი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შესაბამის სამსახურებთან და გარე უწყებებთან (მუნიციპალიტეტი, კომუნალური სამსახურები და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია).

სამუშაო გამოცდილება:
  • მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/საექსპლუატაციო მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლის მენეჯერული/ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურული (მათ შორის, სარკინიგზო) პროექტების მართვაში.

პროფესიული ცოდნა და უნარები:
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნიპ/ტექნიკური რეგლამენტები) ღრმა ცოდნა;
  • შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტების მართვის გამოცდილება;
  • მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია) სფეროს ცოდნა;
  • პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი;
  • გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • სამშენებლო სფეროში გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაგ. AutoCAD და მსგავსი);
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.

საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე