ვაკანსიის დეტალები

შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტი

ჯი სერვისი 2022
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

ჯი სერვისი 2022 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მიმართულების კომპანია ეძებს ტექნიკური განყოფილების შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და ასახვა;
  • ფორმა №2-ის მომზადება და შესრულებების სისტემაში/პროგრამაში შეტანა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ტექნიკურ განყოფილებასთან კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფოტომასალისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • შესრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვის ცოდნა;
  • ფორმა №2-ის შედგენის გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სამშენებლო სამუშაოების ძირითადი სახეობებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ობიექტებზე გადაადგილებისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სასურველია:
  • ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • შესაბამისი განათლება სამშენებლო/ტექნიკურ სფეროში.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი / ობიექტების მიხედვით გადაადგილება
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Office@Gservice-infra.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე