ვაკანსიის დეტალები

შესყიდვებისა და მარაგების მართვის ანალიტიკოსი

SMOTORS
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შესყიდვებისა და მარაგების მართვის ანალიტიკოსი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვებისა და მარაგების მართვის ანალიტიკოსი

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე მოლაპარაკება).
  • საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და მარჟების კონტროლი.
  • გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა.
  • მარაგების უწყვეტი კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
  • შესყიდვების შეკვეთების ფორმირება და ლოგისტიკის დეპარტამენტთან მუდმივი კოორდინაცია.
  • დეფიციტური საქონლის ოპერატიულად მოძიება და ადგილობრივ ბაზარზე შევსება.
  • ბაზრის, პროდუქციის კატეგორიის, კონკრეტული საქონლისა და კონკურენტების მუდმივი შესწავლა და ანალიზი.
  • დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა და სხვა მსგავსი მარკეტინგული კამპანიების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად.
  • პროდუქციის კატალოგების და საქონელზე არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა; საგარანტიო საკითხებში აქტიური ჩართულობა.
  • მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • MS Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა (Advanced ფორმულები, Pivot Tables, მონაცემთა დიდი ფაილების დამუშავება სავალდებულოა).
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად).
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების ან ფინანსური/მარაგების ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება.
  • დეტალებზე მაქსიმალური ორიენტირებულობა, სიზუსტე და მონაცემების გადამოწმების უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვისა უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
  • ანაზღაურება - ფიქსირებული

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე