ვაკანსიის დეტალები

შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი

რუმს ენდ რეზიდენს
თბილისი
ბოლო ვადა: 24.11.2026

რუმს ენდ რეზიდენს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  • უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება;
  • პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება;
  • მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@rnr.ge


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე