ჩირინა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
შესყიდვების მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა;
პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით;
საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერტიფიკატები და სხვა);
ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების /ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით
მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში
საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
ანალიტიკური აზროვნება
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მოწესრიგებულობა
დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
დეტალებზე ორიენტირებულობა
სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე a.maisuradze@chirina.ge24 ოქტომბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.