ვაკანსიის დეტალები

შესყიდვების მენეჯერი

ჯიბე cash & carry
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

ჯიბე cash & carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შესყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ჯიბე Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Horeca მიმართულებით.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2300₾ ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვე - 2100 , II თვე - 2200 , III თვიდან - 2300 ) გამოსაცდელი 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ანაზღაურება 2600₾

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
  • მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა
  • ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
  • ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
  • შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა „აპექსის“ ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: vacancy@jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე