ვაკანსიის დეტალები

შეფ დე პარტიე

Royal Tulip Hotel & Casino
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შეფ დე პარტიე — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას Chef de Partie-ის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი;
  • სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
  • კულინარიული ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • თითოეული კერძის ხარისხის, პორციის მოცულობისა და ტემპერატურის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
  • სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა გუნდთან თანამშრომლობით;
  • ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მათი გადამზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
  • ანაზღაურება 1800 ლარი;
  • სამუშაო განაკვეთი 2/2 (დღის და ღამის ცვლები);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებით უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com

ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (Chef de Partie)

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე