ვაკანსიის დეტალები

შეფ-მზარეული

თეატრო.კლაბ.ბათუმი
ბათუმი
ბოლო ვადა: 14.11.2026

თეატრო.კლაბ.ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შეფ-მზარეული — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ღამის კლუბი „Teatro“ (ქ. ბათუმი) აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, დაგეგმვა და პერსონალის განრიგის შედგენა.
  • სეზონური მენიუს შემუშავება, ახალი რეცეპტებისა და კერძების დანერგვა.
  • კერძების გემოვნური თვისებების, პრეზენტაციისა და სტანდარტების ზედამხედველობა სტუმრამდე მიტანამდე.
  • ტექნოლოგიური ბარათების შედგენა, პროდუქტის თვითღირებულების (Food Cost) და დანაკარგების მართვა.
  • პროდუქტების შეკვეთა, ხარისხის შემოწმება და მომმარაგებლებთან ურთიერთობა.
  • მზარეულების შერჩევა, სწავლება, მოტივაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია.
  • სურსათის უვნებლობისა და სისუფთავის ნორმების (HACCP / სანიტარული წესების) მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პირობები:
  • გრაფიკი: 5/2-ზე, 22:00-დან - 06:00-მდე (ღამის ცვლები)
  • დამსაქმებლის ტერიტორიაზე.
  • პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.teatro2026@gmail.com
ან დაგვიკავშირდით: Telegram: @loungeclub27

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე