ვაკანსიის დეტალები

შიდა განვადების ოპერატორი

ემბავუდ ჯორჯია
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შიდა განვადების ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ემბავუდ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას შიდა განვადების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის შიდა განვადების პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • განვადების განაცხადების მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • განვადებით შეძენილი პროდუქციის შეკვეთებისა და გადახდის პირობების კონტროლი;
  • მომხმარებელთა გადახდებისა და არსებული დავალიანებების მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • განვადებებთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
  • გაყიდვებისა და ფინანსურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@embawood.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „შიდა განვადების ოპერატორი“.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე