ვაკანსიის დეტალები

შიდა ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ჯიბე cash & carry
ჭიათურა
ბოლო ვადა: 17.12.2026

ჯიბე cash & carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შიდა ინვენტარიზაციის სპეციალისტი — ჭიათურა. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას შიდა ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ჭიათურის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი , 10:00-18:00 (ორშ-პარასკევი), 10:00-16:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
  • პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
  • ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე