“Lamborghini“-ს პროდუქციის ოფიციალური დილერი კომპანია -
Eleve11 ჯგუფი, აცხადებს ვაკანსიას ბათუმის შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს “
Lamborghini“-ს მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარებს.
ჩვენი კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე;
- ხელფასი: ფიქსირებული და ბონუსები გაყიდვებიდან;
- კომპანია ასევე ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-ს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- საშუალო ან უმაღლესი განათლება.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/თვისებები:- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მომსახურების ხარისხზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:- ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- არსებული და პოტენციური პარტნიორი ობიექტების მომსახურება;
- სალაროსთან და გაყიდვების პროგრამასთან მუშაობა;
- სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დაანგარიშება;
- შოურუმის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
შერჩევის ეტაპები:- გასაუბრება;
- გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.revazishvili@elevengroup.ge
2026 წლის 25 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.