ვაკანსიის დეტალები

შრომის უსაფრთხოების ოფიცრი

East Point
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

East Point აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე შრომის უსაფრთხოების ოფიცრი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ისთ ფოინთი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის (HS Officer) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
  • სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
  • ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
  • სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის

მოთხოვნები:
  • აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: 2000 ლარი net
გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ტექნიკური სამსახური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი 2026.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე