გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას?
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერა მის ბუნებრივ გარემოში;
- ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება)
- ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.
ანაზღაურება:
- პრაქტიკა 20 საათი - არაანაზღაურებადი
- სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში;
- უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
- ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.
სამუშაო გრაფიკი:
- მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
- შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.
სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
- საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში;
- პროფესიულ გადამზადებას/ ტრენინგებს;
- რეგულარულ სუპერვიზიას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 551 35 05 04 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
gilashvilin@gmail.com