ვაკანსიის დეტალები

წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი

ელთიბი
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

ელთიბი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ელთიბი — საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 21-წლიანი გამოცდილებით, მკაფიო სტრატეგიული ხედვითა და სტაბილური განვითარების ტრაექტორიით — ეძებს წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორს კომპანიის ერთ-ერთ საწარმოო მიმართულებაში — სამღებრო პალიტრის საწარმოში.
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელიც ხედავს საკუთარ თავს მზარდ ორგანიზაციაში, მზად არის პასუხისმგებლობის აღებისთვის და სურს ჩართულობა რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პროცესებში.

ფუნქცია მოვალეობები:
  • სამღებრო პალიტრის საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესების ყოველდღიური კოორდინაცია;
  • საწარმოო და ადმინისტრაციულ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ნაკადების, ვადებისა და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
  • შიდა ოპერაციული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ორგანიზება;
  • საოპერაციო და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა;
  • პროცესების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;

საკვალიფოკაფიო მოთხოვნები:
  • ოპერაციული და ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარები;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუშაობას ავეჯის ინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში, მკაფიო განვითარების სტრატეგიით
  • პროფესიული ზრდისა და გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად

მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე (CV) vacancy@ltb.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება; „წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი”



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე