კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
- ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა;
- აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება;
- შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
- ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება;
- კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები);
- ცვლილებების მონიტორინგი;
- სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
- და სხვ.
პიროვნული კომპენტეციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კომპიუტერული უნარი.
პირობები
ანაზღაურება : შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: tatishvilimerabi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!