ვაკანსიის დეტალები

ხარჯთაღმრიცხველი

Crowne Plaza Borjomi
ბორჯომი
ბოლო ვადა: 25.11.2026

Crowne Plaza Borjomi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ხარჯთაღმრიცხველი — ბორჯომი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ , რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიურად მოახდინოს MC-ში საქონლის შეტანა და გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვედზე ატვირთული ზედნადებები ერთობლივად კრედიტორული დავალიანების ბუღალტერთან.
  • გაუწიოს კოორდინაცია და გააკონტროლს საწყობის მუშაობა; შეამოწმოს საწყობის მდგომარეობა და მისი მუშაობა, განახორციელოს საწყობში არსებული დასახელებების დაუგეგმავი და მოულოდნელი დათვლა-აღწერა.
  • თვის ბოლოს ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია.
  • ჩაატაროს საწყობის თვის ბოლოს დახურვის და საბუღალტრო სისტემასთან შედარების პროცედურები.
  • გამოთვალოს საკვების და სასმელის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს, მათ შორის მენეჯერის და გასართობი ღონისძიებების ჩეკები, განსაკთრებული (VIP) სტუმრების ტუალეტის/პირადი მოხმარების აქსესუარები.
  • გამოთვალოს თანამშრომლების სასადილოს საკვებისა და სასმელის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს.
  • მატერიალური დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
  • ჩაატაროს სასმელის დაუგეგმავი/მოულოდნელი შემოწმებები კვებისა და სასმელების ობიექტებში და შეადაროს ლიტრაჟი მაიკროსის ქვითრებს, დიდი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
  • იყოს ყურადღებით და მუმივად განაახლოს შესაბამის პოლისებთ დაკავშირებული ცოდნა.
  • იმოქმედოს «ქრაუნ პლაზა»-ს ეთიკის კოდექსის, შიდა საწარმოო პოლიტიკისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების შსაბამისად.
  • აიღოს პასუხისმგებლობა დასრულებული ინვოისების კრედიტორული დავალიანების ბუღალტრისთვის დროულად მიწოდებაზე.

საჭირო უნარები:
  • აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Materials და Micros პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია, სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.

გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი;
  • განთავსება;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ subject-ში პოზიცია, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე