ვაკანსიის დეტალები

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

არქ-კონი
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

არქ-კონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება;
  • პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე;
  • სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
  • სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
  • მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება;
  • მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
  • ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
  • ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა;
  • AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე);
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge-ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე