ვაკანსიის დეტალები

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

Building Group 2020
თბილისი
ბოლო ვადა: 06.11.2026

Building Group 2020 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო/სარემონტო კომპანია სამშენებლო ჯგუფი 2020 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2500 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად

კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარემონტო და სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების და ფორმა 2 მომზადებაში ძირითადი

მოვალეობები:
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალების ფაქტობრივი ხარჯვის გამოთვლა და აღრიცხვა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • მასალების ფაქტობრივი ხარჯვის შედარება ბიუჯეტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ რაოდენობებთან;
  • მასალების ჩამოწერისთვის საჭირო ფორმების, ანგარიშების, უწყისებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • მასალების მოძრაობისა და გამოყენების მონიტორინგი პროექტებისა და სამუშაოების სახეობების მიხედვით;
  • მიღებული, გახარჯული და მარაგში დარჩენილი მასალების რაოდენობების შეჯერება;
  • მასალების გადახარჯვის, შეუსაბამობებისა და გადახრების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მასალების რაოდენობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება;
  • ბუღალტერიასთან თანამშრომლობა დოკუმენტაციის სიზუსტისა და მასალების დანახარჯების სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;
  • თითოეული პროექტისთვის მასალების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტის — ფორმა №2-ის — შევსება.

სასურველი კვალიფიკაცია:
  • სამშენებლო ან/და სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო მასალებისა და სარემონტო/სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
  • ხარჯთაღრიცხვებთან, სამუშაოთა მოცულობების უწყისებთან (BOQ) და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და რაოდენობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ზუსტად კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტად, ხარჯთაღრიცხვის ინჟინრად ან სამშენებლო ხარჯების კონტროლის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, მასალების ხარჯვის ანგარიშებისა და მასალების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შემოწმების გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შექმნილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: buildinggroup20@gmail.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე