ვაკანსიის დეტალები

B2B გაყიდვების მენეჯერი

ფ.პ მარიამი ბასილაძე
თბილისი
ბოლო ვადა: 10.11.2026

ფ.პ მარიამი ბასილაძე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე B2B გაყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს, ითავებს გაყიდვების სრულ ციკლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებასა და განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი B2B კლიენტების აქტიური მოძიება, მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება
  • სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის: საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან
  • მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების საბოლოო შესრულებამდე
  • კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება და ბაზარზე ცნობადობის გაზრდა
  • ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულება, შედეგების სისტემატური ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B სექტორში
  • სასურველია გამოცდილება HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება), საინჟინრო სისტემების ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში
  • HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (Top Management / C-Level) ეფექტური კომუნიკაციისა და მუშაობის უნარი
  • კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების მომზადებისა და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა
  • FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
  • პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სატივის ქუჩა #2
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.m.basiladze@gmail.com



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე