ვაკანსიის დეტალები
HR დირექტორი
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
სს “კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს “გალფი”-ს და “დსთ”-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას 12 ( სტამბა)
კომპანიის HR დეპარტამენტი რომელიც 3 თანამშრომლისგან შედგება ეძებს HR დირექტორს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად;
- HR დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ამოცანების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
- HR პროცესების ეფექტიანი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
- თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შენარჩუნების სისტემების შემუშავება და დანერგვა;
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დანერგვა და მართვა;
- თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების ორგანიზება და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
- შრომითი კანონმდებლობის, შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საჭიროებების დაგეგმვა;
- HR პროცესების ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- HR გუნდის მართვა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დეპარტამენტის შედეგებზე პასუხისმგებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).