ვაკანსიის დეტალები

HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

Mit Hotel Tbilisi
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Mit Hotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Mit Hotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

ლოკაცია: თბილისი, ძველი თბილისი
სფერო: სასტუმრო ბიზნესი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

თანამედროვე და განვითარებადი სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ HR მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მართვას, თანამშრომლების შერჩევასა და სასტუმროს გუნდური მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოძიება;
  • გასაუბრებების დაგეგმვა და კანდიდატების შერჩევა;
  • ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო გრაფიკებისა და დასწრების კონტროლის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება;
  • პერსონალთან დაკავშირებული საკითხების დროული მოგვარება;
  • პოზიტიური სამუშაო გარემოსა და გუნდური კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასტუმროს სფეროში გამოცდილება სასურველია.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად სასტუმროში;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მითითებით — „HR მენეჯერი“.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: mit.tbilisi@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 105 194


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე